ბეტონმზიდის მძღოლი

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის, 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ბეტონმზიდის მძღოლის პოზიციაზე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბეტონის გადაზიდვა ბეტონის ქარხნებიდან მშენებარე ობიექტამდე.
  • ბეტონის მიქსერის ოპერირება.
  • ჩაბარებული ბეტონმზიდის მოვლა.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედ შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე.
  • მართვის მოწმობა - B, C კატეგორია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბეტონმზიდის მძღოლი (თბილისი)

გისურვებთ წარმატებას!                                                                 

Job description

Entry level: 
Professional
Location: 
Batching Plant #14
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991