სასწორის ოპერატორი (კასპი)

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სასწორის ოპერატორის პოზიციაზე ცემენტის მწარმოებელ ქარხანაში, კასპში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქარხანაში შემოსული და გასული ტვირთების აწონვა და დაფიქსირება სიზუსტის დაცვით.
  • სასწორის გამართულად ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
  • სასწორის გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
  • რეპორტების წარმოება დედლაინების დაცვით.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
  • სამუშაო გამოცდილება 1 წელი მსგავს პოზიციაზე.
  • MS Office ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით
  • კვებისა და ტრანსპორტირების ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასწორის ოპერატორი (კასპი)

გისურვებთ წარმატებას!                                                                 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Job description

Entry level: 
Professional
Location: 
Kaspi Cement Plant
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991