ავტომატიზაციის ინჟინერი (კასპი)

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის ინჟინერიის პოზიციაზე ცემენტის მწარმოებელ ქარხანაში.

ლოკაცია: ქ. კასპი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე (დასვენება - შაბათი და კვირა)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქარხანაში არსებული ელექტრო აგრეგატების, მანქანა დანადგარების, ანალიზატორებისა და მათი შემადგენელი კვანძების სამუშაო მზადყოფნისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
  • Pxtrend და Simple help პროგრამების ადმინისტრირება და რეპორტინგის წარმოება.
  • მოხმარებული ელექტრო ენერგიის შესახებ რეპორტების მომზადება, საათური ელ.ენერგიის დაგეგმვა, კვირის ანალიზი და შეჯამება.
  • მოხმარებული წყლისა და ენერგო რეპორტების მომზადება ყოველთვიურად და შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება.
  • არსებული საპროცესო მონაცემთა ცენტრების რეზერვის შექმნა.
  • ქარხანაში არსებული წონითი დოზატორების კალიბრაციის დაგეგმვა და შესაბამისი რეპორტინგი.
  • ლექტრო ძრავების შეპოხვების დაგეგმვა და პროცესის კონტროლი.
  • მონაცემთა ცენტრებისა და IT ინფრასტრუქტურის (სერვერები, ქსელები, საინჟინრო სისტემები) სერვისი და ადმინისტრირება.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ელექტრო ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი მსგავს პოზიციაზე.
  • ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • DCS სისტემების საბაზისო ცოდნა
  • MS Office ცოდნა
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • დასაქმებას პროფესიონალთან გუნდში
  • ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით
  • კვებისა და ტრანსპორტირების ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ავტომატიზაციის ინჟინერი (კასპი)

 

გისურვებთ წარმატებას!                                                                 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Job description

Entry level: 
Professional
Location: 
Kaspi Cement Plant
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991