ელექტრო შემკეთებლი (რუსთავი)

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ელექტრო შემკეთებლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

    • ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობითი სამუშაოების შესრულება;
    • ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
    • ტექნიკური დოკუმენტაციის, მუშა ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება;
    • პრევენციული სარემონტო პროგრამების განხორციელება და  ჩანაწერების წარმოება;
    • სამრეწველო ინსტრუმენტებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების დაყენება, დაკალიბრება და კონტროლი;
    • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებულ და მოქმედ შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ელექტრო შემკეთებელი.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Job description

Entry level: 
Job Starter
Location: 
Rustavi Plant
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991