ჰაიდელბერგცემენტი
ჰაიდელბერგცემენტი გლობალურ ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია. კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში 3000 ქარხნითა და 60000-ზე მეტი დასაქმებულითაა წარმოდგენილი. კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. იტალიური მწარმოებლის - „იტალცემენტის“ შეერთების შემდეგ კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა ინერტული მასალების წარმოების მიმართულებით.
ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში.
დღეისათვის ჰაიდელბერგცემენტს 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე, ასევე ბეტონის და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.
- ცემენტ ინვესტმა სრულად გამოისყიდა Heidelberg Materials-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოში“
- შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიმდინარე კაპიტალი
- კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს შეფუთული ცემენტის დილერების შესარჩევ ტენდერს