მენეჯმენტი

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საქმიანობა კომპანიის საერთაშორისო ჯგუფის მართვის წესებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ჯგუფის მითითებების მიხედვით, სრული გამჭვირვალობით და ხელმძღვანელობს კორპორაციული ლიდერობის პრინციპებით. მისი წარმატება განპირობებულია პროფესიონალი მმართველი გუნდის და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კვალიფიციური თანამშრომლების ეფექტური საქმიანობით.  ჩვენი ბიზნესის კომპეტენტური მართვა, თანამშრომლებზე ორიენტაცია და სამაგალითო ქცევა წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნებს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში. 

ჰაიდელბერგცემენტის "ლიდერობის პრინციპები" შეიქმნა იმისათვის, რომ ჯგუფის წევრ ყველა კომპანიას დაეხმაროს საერთო მმართველობის პრინციპების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. თანამშრომლებზე ორიენტირებული და პარტნიორობაზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურა არის ჰაიდელბერგცემენტის გრძელვადიანი წარმატების საწინდარი.

ჩვენი კომპანიის წარმატებული საქმიანობა და მოწინავე პოზიცია ინდუსტრიაში სამართლებრივი და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვას გულისხმობს. კომპანიის „ბიზნესის ქცევის კოდექსი“ აღწერს ჩვენს მაღალ ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს ყველა ბიზნეს მიმართულებით, სტრატეგიული დაგეგმარებიდან დაწყებული, ყოველდღიური პროცედურებით დასრულებული. აღნიშნული კოდექსი ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია ოპერირებს.

ჰაიდელბერგცემენტი მტკიცედ იცავს ადამიანის უფლებებს, რაც გაწერილია კომპანიის „ადამიანის უფლებათა პოლიტიკაში“.

ამჟამად,  ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას დირექტორთა საბჭოში რვა წევრია.

ჩამოტვირთვა