მიზანი და სტრატეგია

ჰაიდელბერგცემენტის მიზანია, მდგრადი განვითარებისა და შედეგზე ორიენტირებული ქმედებების საშუალებით, გაზარდოს ჯგუფის ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს კონკურენტულ ფასად მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური პროდუქცია, გავაუმჯობესოთ პერსპექტივები ჩვენი აქციონერებისთვის,  შევთავაზოთ თანამშრომლებს უსაფრთხო და მიმზიდველი სამუშაო გარემო. ჩვენს ბიზნესსტრატეგიაში ვითვალისწინებთ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ მიზნებს იმ ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც  კლიმატის და ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ არის მიმართული.

ხარჯების ოპტიმიზაცია

 

ჩვენი წარმატების საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს ხარჯების ოპტიმიზაცია ფასებით დარეგულირებულ ცემენტის ბაზარზე. ამის პარალელურად, აქცენტი კეთდება ქარხნებში წარმოების ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
 

წარმოება და ადგილობრივი პასუხისმგებლობა

 

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წარმატება ეფუძნება პროფესიონალ მმართველ გუნდსა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კვალიფიციურ თანამშრომლებს. კომპანია მოქმედებს საერთაშორისო ჯგუფის მართვის წესებით, მუშაობს სრული გამჭვირვალობით და ხელმძღვანელობს კორპორაციული ლიდერობის პრინციპებით. ადგილობრივი მენეჯმენტი პასუხისმგებელია პროდუქტის წარმოებაზე, ბაზრის მართვასა და მენეჯმენტის განვითარებაზე, ბაზრის წილისა და ფასების ოპტიმიზაციაზე. ჰაიდელბერგცემენტმა ჯგუფში გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ღონისძიებების სწრაფი დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით დაარეგულირა ყველა მნიშვნელოვანი მმართველობითი პროცესი.

ჩამოტვირთვა