ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია
ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია სამშენებლო მასალების წარმოების მსოფლიო ლიდერია - კომპანია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დაარსდა. ბეტონის პირველი ქარხანა კი 2010 წელს ამოქმედდა. 2012 წლის ბოლოს კომპანიამ საქმიანობა სწრაფად განავითარა და 2013 წლის 1 თებერვალს ოფიციალურად ახალი ქარხანა ქალაქ ბათუმში გახსნა. ამჟამად ჰაიდელბერგბეტონი ფლობს 3 სტაციონალურ ქარხანას ბათუმში, ფონიჭალასა და გლდანში, ასევე 11 მობილურ ქარხანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ჰაიდელბერგბეტონის 14 ქარხნის წარმოების საერთო მოცულობა 100 მ3 აღწევს.
ჰაიდელბერგბეტონი თავის მომხმარებელს სთავაზობს ლაბორატორიული მომსახურების ფართო არჩევანს, ბეტონის, მყარი სტრუქტურებისა და ინერტული მასალებისთვის. კომპანიამ საქართველოში პირველად დანერგა ბეტონის გამათბობელი სისტემა, რაც რიგ უპირატესობებს იძლევა, მათ შორის:
- ზამთრის პირობებშიც „თბილი“ ბეტონის წარმოების საშუალება, 80-100 მ3/სთ წარმადობით
- სწრაფი მონტაჟი
- არ საჭიროებს ფუნდამენტის მოწყობას
- სრული მობილობა და სამშენებლო უბანზე სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა
- დიდი ტევადობის წყლის რეზერვუარი და გენერატორი სრული ავტონომიურობისთვის.
კომპანია მომხმარებლებს ბეტონთან და სპეციალურ სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს.
ჰაიდელბერგბეტონი ასევე აწარმოებს სხვადასხვა კლასიფიკაციის სპეც-ბეტონებს, როგორებიცაა: screeds (D5, D10), EasyCrete® და SteelCrete®.