კომპანიის სტრუქტურა

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი:

  • ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (ყოფილი საქცემენტი, რომელიც ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1), რუსთავსა (2) და ფოთის რეგიონში).
  • ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი (ყოფილი ქართული ცემენტი – ინტეგრირებული ცემენტის ქარხანა რუსთავში, კლინკერის მწარმოებელი, ყოფილი ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია – ბეტონის წამყვანი მწარმოებელი საქართველოში).

2018 წლის აპრილში დასრულდა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ რეორგანიზაციის/შერწყმის პროცესი.

რეორგანიზაციის შედეგად:

  • „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ მიუერთდა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“
  • „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ გახდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“-ს სამართალმემკვიდრე

 

HeidelbergCement Group

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (ყოფილი „საქცემენტი“) მართავს ქარხანას კასპსა (1) და რუსთავში (2), ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. 

ქართული ცემენტი
 

ქ. რუსთავში მდებარე მშრალი ცემენტის ინტეგრირებული  ქარხანა, გადმოტანილი გერმანიიდან

ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია

13 სტაციონალური და მობილური ქარხანა მთელი ქვეყნის მასშტაბით