თბილისიმარათონი

თბილისიმარათონი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტია, სადაც ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. თავისი არსებობის 12 წლის მანძილზე, თბილისიმარათონმა საერთაშორისო ღონისძიების სტატუსი მიიღო და ძალიან წარმატებულ საქველმოქმედო პროექტად იქცა.

რიგით მე-12 თბილისიმარათონი 2023 წლის 1 ოქტომბერს, ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება. 

  • ნახევარმარათონი (21 კმ-იანი გარბენი) - რეგისტრაციის საფასური - 45 ლარი
  • 10 კმ-იანი გარბენი - რეგისტრაციის საფასური - 35 ლარი
  • ბავშვთა გარბენი  (500 მ. 6-10 წლამდე და 1000 მ. 11-15 ასაკობრივ ჯგუფი) - უფასო რეგისტრაცია

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება წლევანდელ ბენეფიციარს.

შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ქველმოქმედი ხდება!

2015 წლიდან თბილისიმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონი და 10კმ-იანი გარბენია კავკასიაში. შესაბამისად, თბილისიმარათონის გამარჯვებულთა შედეგებიც აკრედიტირებულია მსოფლიო მასშტაბით.

ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით ხდება. 

თბილისიმარათონი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება.

ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.

გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ქველმოქმედებისა, თბილისიმარათონის მიზანს ასევე ტურიზმის განვითარება და დედაქალაქის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია წარმოადგენს. თბილისიმარათონის ფორმატი ასევე გულისხმობს დაჯილდოების ცერემონიალს, გართობას, კონცერტს და გამარჯვებულთათვის უამრავი საჩუქრის გადაცემას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ქველმოქმედება ჰაიდელბერგცემენტის შიდა კორპორატიული პოლიტიკის ნაწილია, სწორედ სოციალური პასუხისგმგებლობის გაზიარება წარმოადგენს თბილისიმარათონის ჩატარების ძირითად მიზეზს.


www.tbilisimarathon.ge