ცემენტის წარმოება

ცემენტი არის წმინდად დაფქული მინერალური ფხვნილი, ჩვეულებრივ, ნაცრისფერი ფერის. მისი წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა კირქვა და თიხა. წყლის დამატებით და შერევით,  ქვიშასთან და ღორღთან  ერთად, ცემენტი  ახდენს გაერთგვაროვნებას, რა დროსაც მიიღება ბეტონი. ცემენტი მყარდება როგორც ჰაერზე, ასევე წყალშიც და ინარჩუნებს თვისებებს გამყარების შემდეგაც.

სხვადასხვა ტიპის ცემენტი გამოიყენება დანიშნულების მიხედვით – თითოეულს სპეციფიკური შემადგენლობა აქვს. ცემენტის მახასიათებლების შეცვლა შეიძლება დანამატების გამოყენებითაც.

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ცემენტის ტიპების ფართო არჩევანს, როგორც სტანდარტულს, ისე სპეციალურს მიზნობრივი მახასიათებლებით.

 

ნაყარი ცემენტი:

CEM I 52.5R

CEM I 42.5RCEM I 42.5N-SR5CEM II A-L 42.5R

CEM III/A 42.5N

 
შეფუთული ცემენტი:

CEM II A-P  42.5R

 CEM II B-P 32.5 N MC 22.5XCEM II A-L 42.5R
CEM I 52.5R - პორტლანდცემენტი

CEM I 52.5R  პორტლანდცემენტი საერთო სამშენებლო დანიშნულებისაა და მაღალი კლასის C20/25-C45/55 ბეტონებისგან, ასევე რკინაბეტონებისგან ასაწყობი, მონოლითური კონსტრუქციების და ნაგებობების დასამზადებლად გამოიყენება. CEM I 52.5R ტიპის ცემენტის გამოყენების არეალი:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებით მშენებარე ჰიდროტექნიკური და საზღვაო ნაგებობები
  • ხიდები და ავტომაგისტრალები
  • მრავალსართულიანი სახლები და ცათამბჯენები
  • სანაპიროს დამცავი და მზღუდავი კონსტრუქციები
  • გვირაბები და მეტროპოლიტენები
  • აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები
Agara-Rusisi Highway.
CEM I 42.5N-SR5 სულფატმედეგი ცემენტი

CEM I 42.5N-SR5 სულფატმედეგი ცემენტი არის განსაკუთრებული პროდუქტი შემდეგი მახასიათებლებით:

  • სულფატშემცველი მინერალური წყლების მიმართ გაძლიერებული მდგრადობა
  • ნაკლები სითბოგამოყოფა
  • გამყარების შენელებული ინტენსივობა
  • მაღალი ყინვამედეგობა

სულფატმედეგი ცემენტი განკუთვნილია ჰიდროტექნიკური, მიწისქვეშა, საზღვაო მშენებლობისათვის. პროდუქტი გამოიყენება შემდეგი მოთხოვნების მქონე ბეტონისთვის:

მედეგობა სულფატური კოროზიის მიმართ, როცა ერთდროულად ხდება ბეტონის მუდმივი გაყინვა-გალღვობა ან შრობა-დასველება.

Statesn vegvesen tresfjordbrua_bilder.
CEM I 42.5R პორტლანდცემენტი

CEM I 42.5R პორტლანდცემენტი საერთო სამშენებლო დანიშნულებისაა და მაღალი კლასის C20/25-C45/55 ბეტონებისგან, ასევე რკინაბეტონებისგან ასაწყობი, მონოლითური კონსტრუქციების და ნაგებობების დასამზადებლად გამოიყენება.

CEM I 42.5R ტიპის ცემენტის გამოყენების არეალი:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებით მშენებარე ჰიდროტექნიკური და საზღვაო ნაგებობები
  • ხიდები და ავტომაგისტრალები
  • მრავალსართულიანი სახლები და ცათამბჯენები
  • სანაპიროს დამცავი და მზღუდავი კონსტრუქციები
  • გვირაბები და მეტროპოლიტენები
  • აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები
Agara-Rusisi Highway.
CEM II A-L 42.5R პორტლანდ კირქვა ცემენტი

CEM II A-L 42.5R პორტლანდ კირქვა ცემენტი საერთო სამშენებლო დანიშნულებისაა და გამოიყენება მაღალი კლასის C20/25-C45/55 ბეტონებისგან, ასევე რკინაბეტონებისგან ასაწყობი, მონოლითური კონსტრუქციების და ნაგებობების დასამზადებლად.

ის ორდინარული პორტლანდცემენტის შედარებით მოდიფიცირებული ვარიანტია, რითაც უმჯობესდება გარემოს დაცვის თემა და პოტენციალი ბეტონის თვისებების გაუმჯობესების. 

Port.
CEM III/A 42.5 N წიდა ცემენტი

წიდაპორტლანდცემენტი მიიღება გრანულირებული წიდის ბაზაზე და შესაძლოა გამოყენებულ იქნას სულფატმედეგი პორტლანდცემენტის ალტერნატივად აგრესიულ გარემოში სამუშაოდ. აღნიშნული ტიპის ცემენტის ფუძეზე დამზადებული ბეტონი არის უფრო ხანმედეგი და გააჩნია ბევრი დადებითი თვისება:

  • ტუტეების დაბალი შემცველობა
  • სულფატური შემოტევისადმი მედეგობა
  • შემცირებული შეღწევადობა
  • თერმული ბზარების გაჩენის რისკის შემცირება
  • დაბალი სითბოგამოყოფა
  • კარგი სიმტკიცის განვითარება
Srisailam dam with gates open.
CEM II B-P 32.5N/R პორტლანდ პუცოლანა ცემენტი

CEM II B-P 32.5N/R - პუცოლანური ცემენტი მზადდება აქტიური პუცოლანური დანამატის ბაზაზე და გააჩნია მთელი რიგი დადებითი თვისებები, როგორიცაა: სტაბილური სიმტკიცის განვითარება; კარგი ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლები; მისი გამოყენება შესაძლებელია დაბალი და საშუალო კლასის ბეტონის საწარმოებლად, სამშენებლო დუღაბების და ბეტონის ნაკეთობების დასამზადებლად.

Cement mill.
MC 22.5X (EN 413-1) ცემენტი სამშენებლო ხსნარებისთვის

ჰაიდელბერგცემენტი მომხმრებელს სთავაზობს ახალ პროდუქტს MC 22.5 X, რომელიც განკუთვნილია:

  • აგურის და წვრილი საკედლე ბლოკების მოსაპირკეთებელი და საბათქაშე სამუშაოების დუღაბების დასამზადებლად

თენგიზ მარგველაშვილი

შეფუთული ცემენტის გაყიდვების მენეჯერი
მობ: 
+995577 998 632

თეიმურაზ ჭეიშვილი

შეფუთული ცემენტის გაყიდვების მენეჯერი თბილისში
მობ: 
+995595544435

ილია სხირტლაძე

ნაყარი ცემენტის გაყიდვების მენეჯერი
მობ: 
+995577 569 933

შალვა ვერულავა

ნაყარი ცემენტის გაყიდვების მენეჯერი აღმოსავლეთ საქართველოში
მობ: 
+995577 501 560

ალექსანდრე ნარიმანიძე

ნაყარი ცემენტის გაყიდვების მენეჯერი დასავლეთ საქართველოში
მობ: 
+995577 225 857

ირაკლი გიორგაძე

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი
ტელ: 
+995322474747-153
მობ: 
+995577 577 028

ჩამოტვირთვა