ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ეკუთვნის ცემენტის სამი ქარხანა კასპში (1), რუსთავში (2), ერთ ცემენტის წისქვილი ფოთში და ცემენტის ტერმინალი სუფსაში. ჰაიდელბერგცემენტმა დიდი მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დაიწყო, რომელთა მიზანია ტექნოლოგიური გადაიარაღება და კაპიტალური შეკეთებები, ქარხნების წარმოების გაფართოება და წელიწადში 2 მილიონი ტონა ცემენტის გაზრდილი წარმადობის მიღწევა.
გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება კლინკერის მშრალი წარმოების ახალი ხაზის მშენებლობა კასპში. ეს პროექტი, 100 მილიონი აშშ დოლარის წინასწარი საინვესტიციო ბიუჯეტით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო დანახარჯებს და გაზრდის წარმოების მოცულობას 3000 ტონამდე დღეში.
საინვესტიციო პროექტი კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს საწარმოო პროცესის უმაღლეს სტანდარტებს და გამოიწვევს უფრო მაღალ ეფექტურობას.