ბეტონის ქარხნის მექანიკოსი
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ბეტონის წარმოების ქარხანაში, ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურულ ერთეულებში არსებული მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
- საჭიროების შემთხვევაში, ქარხანაში შედუღებითი სამუშაოების ჩატარება.
- ნახაზების/ესკიზების კითხვა და ანალიზი;
- დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება.
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- სასურველია მართვის მოწმობის ქონა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მექანიკოსი (ბათუმი)
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.