სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას ქ. თელავში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას თელავში არსებულ ბეტონის ქარხანაში.
- საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის შესწავლას.
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ამავე საწარმოში დასაქმებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო სფეროში
- MS Office მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.