სტაჟირება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით (რუსთავი)

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.

 

ლოკაცია: ქ. რუსთავი

გრაფიკი: კვირაში 5 დღე 08:00 – 17:00 სთ (შაბათი და კვირა დასვენება)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ექსპლუატაციის პირობების დაცვა.
  • სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
 

სასურველია გქონდეთ:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • ამ სფეროში განვითარების სურვილი.
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.
  • განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს, მათ შორის თეორიულ კურსს.
  • კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით.
  • კვებისა და ტრანსპორტირების ანაზღაურებას.
 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.

 

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Job description

Entry level: 
Intern
Location: 
Rustavi Plant
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991