დაგეგმარების ინჟინერი ელექტრო დარგში (კასპი)
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების ინჟინერის (ელექტრო დარგში) პოზიციაზე ცემენტის მწარმოებელ ქარხანაში.
ლოკაცია: ქ. კასპი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე (დასვენების დღეები - შაბათი და კვირა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
- წლიური, ყოველთვიური და ყოველ კვირეული სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
- სარემონტო სამუშაოების ყოველდღიურ შემაჯამებელ განხილვაში მონაწილეობის მიღება.
- ელექტრო სარემონტო მასალების შეკვეთა, სახარჯი და კრიტიკული მარაგების შევსება.
- შემოსული შემოთავაზებების ანალიზი და შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმეტაციის მომზადება.
- შეკვეთილი მასალების მონიტორინგი.
- სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების დროული ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა.
- ელექტრო სამუშაოებთან დაკავშირებული დავალებების შევსება SAP ERP პროგრამაში.
- სუპერვაიზერებისთვის საჭირო სარემონტო მასალების გაწერა სამუშაო უწყისებში.
- საწყობის ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება და შედეგების ანალიზი.
- SAP ERP პროგრამაში ახალი აგრეგატების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ბაზების განახლება.
- SAP ERP პროგრამაში აგრეგატების შესაბამისი სარემონტო მასალების ატვირთვა.
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ელექტრო ან IT ინჟინერიის მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი იგივე ან მსგავს პოზიციაზე.
- SAP ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Office ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას პროფესიონალთან გუნდში
- ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით
- კვებისა და ტრანსპორტირების ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაგეგმარების ინჟინერი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.