მობილური პომპის მძღოლ-ოპერატორი

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მობილური პომპის მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში (თბილისში)

ძირითადი ფუნქიცა-მოვალეობები:

  • მობილური ავტობეტონტუმბოს ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ბეტონის ქარხნიდან მშენებარე ობიექტზე და ობიექტიდან ქარხანაში.
  • მშენებარე ობიექტზე ტუმბოს გამართვა, მილსადენის აწყობა/გამართვა და მიწოდებული ბეტონის გადატუმბვა.
  • ჩაბარებული ავტობეტონტუმბოს მოვლა.
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე.
  • მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამოცდილება/ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მობილური პომპის მძღოლ-ოპერატორი (თბილისი)

გისურვებთ წარმატებას!                                                                 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


 

Job description

Entry level: 
Professional
Location: 
Batching Plant #14
Contract: 
Full time

Mrs. Lela Arabuli

Talent Acquisition and Recruitment Manager
Mob: 
+995 591 138 991