სატელეფონო შეკვეთებისა და ლოგისტიკის ადმინისტრატორი
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო შეკვეთებისა და ლოგისტიკის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში, თბილისში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ფეიქრების 32.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი.
ძირითადი ფუნქიცა-მოვალეობები:
- ყოველდღიურად სატელეფონო ზარების პასუხი და შეკვეთების მიღება.
- მიღებული შეკვეთების დეტალების დაზუსტება კლიენტთან და ხელშეკრულების პირობების ზედმიწევნით გაცნობა.
- შეკვეთის ჩასმა/დარეგისტრირება შესაბამის პროგრამაში.
- ქარხნის რესურსების გადამოწმება, მობილიზება და მიწოდების დაგეგმვა.
- ბეტონის მიწოდების პროცესის უწყვეტი მონიტორინგი.
- თვიური ნამუშევრების აღრიცხვა, გადამოწმება და ანალიზი.
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე.
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.
- MS Office მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას პროფესიონალთა გუნდში
- განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს
- ჯანმრთელობის დაზღვევა საუკეთესო პირობებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატელეფონო შეკვეთებისა და ლოგისტიკის ადმინისტრატორი.
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.