18. თებერვალი 2019
ჰაიდელბერგცემენტის საჩუქარი პატარებს კასპში
2018 წლის 26 დეკემბერს ჰაიდელბერგცემენტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გამართა. კომპანიის წარმომადგენლებმა კასპში მცხოვრებ ბავშვებს კომპანიის მიერ მორთულ და განათებულ სკვერში საახალწლო ზეიმი მოუწყეს. პატარები საყვარელ მულტიფლიკაციური ფილმების გმირებთან შეხვედრამ, სკვერში სანტასთნ ერთად გასეირნებამ, ფოტოსესიამ, პოპ-კორნმა, სახალისო მუსიკამ და ფერადმა ბუშტებმა ძალიან გაახალისა. -„წელს კასპში საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გამოგვივიდა. ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია. რაც მთავარია, კმაყოფილები არიან პატარები და მათი მშობლებიც.“- განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია ცვარიანმა.
„კასპის მუნიციპალიტეტში 42,8 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბევრი მათგანი წინასაახალწლო მზადებაშია და შესაბამისად, აღარ რჩებათ დრო თბილისში გამართულ ღონისძიებებს ბავშვებთან ერთად დაესწრონ. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ საახალწლო ზეიმი კასპში მოგვეწყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, საზეიმო განწყობა შევქმენით და როგოც ჩვენი თანამშრომლები, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები კმაყოფილები დავტოვეთ“- აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო ღონისძიება ერთადერთი პროექტი არაა, რომელიც ჰაიდელბერგცემენტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2018 წელს კასპის მუნიციპალიტეტში განახორციელა. კომპანიის წარმომადგენლები, სხვა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას საგანმანათლებლო პროექტებსაც უთმობენ.
მაგალითად, კომპანიამ ტრადიციად აქცია პროექტი, რომელიც ყოველწლიურად კასპის ყველა სკოლის ყველა პირველკლასელისთვის სასკოლო ნივთების უფასოდ გადაცემას გულისხმობს. წელს საჩუქარი 191 პირველკლასელს დაურიგდა, ჯამში კი, პროექტის დაწყებიდან დღემდე (2016-2018 წწ), 574 პირველკლასელი დასაჩუქრდა.
გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ქიმიის პირველი კონფერენცია "იფიქრე პროტონივით-2018". მასში ქალაქ კასპის სამი სკოლის 54 მოსწავლე მონაწილეობდა. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
კომპანიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ მიზნით, ჰაიდელბერგცემენტის დაფინანსებით კასპის მოსახლეობისთვის სავარჯიშო დარბაზი მოეწყო, სადაც ყველა მსურველს უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა აქვს.
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული პროექტის თბილისიმარათონის ფარგლებში აშენდა და საჭირო ტექნიკით და ხელსაწყოებით აღიჭურვა სოციალური საწარმო „წნული“, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულები.
„დარწმუნებული ვარ, 2019 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს.“ - აღნიშნა გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ.