28. ივნისი 2019
ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია: „სამშენებლო ტენდენციები 2019“
ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია თემაზე „სამშენებლო ტენდენციები 2019“ გაიმართა 1 - 2 ივნისს სასტუმრო რედისონ ქოლექშენ წინანდალში. ხარისხის კონფერენცია არის მასშტაბური ფორუმი, რომელსაც ესწრება წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების 200-ზე მეტი წარმომადგენელი, უძრავი ქონების დეველოპერები, არქიტექტორები, ინჟინრები და სამშენებლო სექტორის სპეციალისტები.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმო სამშენებლო მასალების გამოფენას სადაც მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო სექტორის წამყვანმა საერთაშორისო და ასევე ადგილობრივმა კომპანიებმა. საგამოფენო პავილიონებში წარმოადგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქცია, ტექნიკა, დანადგარები და ა.შ.
ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა კონფერენცია. წელს პრეზენტაციები წარმოადგინეს მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და ხედვა. ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი ბ-ნ. მიხაელ ჰამპელმა ისაუბრა ბეტონის პროდუქციის და მომსახურების მაღალი ხარისხის შესახებ, რომელსაც ჰაიდელბერგცემენტი უკვე 10 წელზე მეტია სთავაზობს მომხმარებლებს. ბ-ნ. ოლივერ ბრეი, მსოფლიოში სახელგანთქმული არქიტექტურული კომპანიის Zaha Hadid Architects-ის წამყვანი არქიტექტორი წარადგენს პროექტს - „One Thousand Museum“, რომლის მშენებლობა მიმდინარებოს მაიამიში. დ-რ. იან ვურმი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო კომპანიის ARUP-ის ასოცირებული დირექტორი, წარადგენს პრეზენტაციას სამშენებლო სექტორის მეგა ტენდენციების შესახებ. GBCI (მწვანე მშენებლობის სერტიფიცირების კორპორაცია) Europe-ის პრეზიდენტი ბატონი კაი კილმანი ისაუბრებს მწვანე მშენებლობის სერტიფიკატზე LEED. ბატონმა რობერტო ბერარდიმ ჰაიდელბერგცემენტის ინოვაციური პროდუქტების და გადაწყვეტილებების მენეჯერმა წარმოადგინა პრეზენტაცია ბეტონის ახალი სპეც პროდუქტების შესახებ. ბატონი ულრიხ კრაიდერი კომპანია ABB-ს რეგიონული გაყიდების მენეჯერმა ისაუბრა შენობის აუტომატიზაციაზე და ჭკვიანი სახლის კონცეფციაზე. დოქტორმა ოლგა მანდრიკოვმა რომელიც წარმოადგენს კომპანია Franken Maxit Mauermörtel GmbH & Co კვლევების და განვითარების დეპარტამენტი ჯგუფის ხელმძღვანელს წარმოადგინა პრეზენტაცია უმაღლესი ხარისხის მშრალი ნარევის სამშენებლო მასალებზე. კომპანია Aluprof sa -ს ექსპორტის მენეჯერმა ბატონ ალექსანდრე სიდარენკომ ისაუბრა ალუპროფის თანამედროვე სისტემებზე.