5. ივნისი 2017

ხარისხის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება, არქიტექტურა

2017 წლის 3-4 ივნისს ბორჯომში ჰაიდელბერგცემენტმა ხარისხის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.  კონფერენციას სამშენებლო სფეროს 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, დეველოპერი, არქიტექტორი, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, საერთაშორისო ექსპერტი და პროფესიონალი, ასევე საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის წარმომადგენელი დაესწრო.

კონფერენციის მთავარი თემა „ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და არქიტექტურა“ გახლდათ. ექსკლუზიურად კონფერენციისთვის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს უფროსმა არქიტექტორმა, ფილიპო ლოდიმ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე “სამომავლო ინოვაციები“ და ისაუბრა იმ უახლეს ტექნოლოგიებზე, რის დანერგვასაც გეგმავენ უახლოეს მომავალში. კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა ასევე მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ. სხვა პროფესიონალ სპიკერთა შორის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ასევე საქართველოს საავტომობილო გზების ტექნიკური სამდივნოს დირექტორი  ლევან კუპატაშვილი, რომელმაც 2017-2020 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები მიმოიხილა და თბილისის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე, თემით „კომპაქტური ქალაქის იდეოლოგია, პოლიცენტრული განვითარება“. განახლებული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა კვლევითი ორგანიზაცია “Colliers International”-ის წარმომადგენელმა, ზურაბ ქანანაშვილმა. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ ჰაიდელბერგცემენტის ინოვაციურ ტექნოლოგიურ სიახლეებს, საინვესტიციო პროექტებს და სამომავლო გეგმებსაც გაცნობოდნენ.  კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ჰაიდელბერგცემენტის ახალი პროდუქტი - „მომხმარებელთა ვებ პორტალი“, რომელიც კლიენტებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა ძირითად ინფორმაციულ ბაზებზე, როგორიცაა ფინანსები, ლოგისტიკა, ლაბორატორია და ადმინისტრაცია.

ღონისძიება ორი დღე გაგრძელდა. პირველი დღე ჰაიდელბერგცემენტის გამოფენას მიეძღვნა, სადაც კომპანიის მთავარი სიახლეები იქნა წარმოდგენილი. მეორე დღე კი სრულიად დაეთმო კონფერენციას.

ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც კომპანია ჰაიდელბერგცემენტი თავისი პარტნიორებისა და კლიენტებისთვის უწევს ორგანიზებას. კონფერენციაზე ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის სამშენებლო სფეროს წამყვანი ექსპერტების და კომპანიების მიერ სამშენებლო დარგის ყველაზე აქტუალური თემები განიხილება.

ქრონოლოგია

                ​2013   ხარისხის კონფერენცია ბეტონის წარმოების თებაზე (ბათუმი, სასტუმრო შერატონი)

2014   ხარისხის  მე-2 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორის საუკეთესო გამოცდილება და ინოვაციები“ (თბილისი, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი)

2015  ხარისხის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ბინათმშენებლობა და დეველოპმენტი“ (კახეთი, სასტუმრო ყვარლის ედენი)

2016  ხარისხის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე გადაწყვეტილებები სამოქალაქო  და ბინათმშენებლობაში“ (თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“)

ლეილა მაისურაძე

დავალიანებათა მართვის მენეჯერი
მობ: 
+995 577 574413